საზამთროს სეზონის მიწურულს, გთავაზობთ უგემრიელეს და არაჩვეულებრივ რეცეპტს მისი გამოყენებით.
თქვენ დაგჭირდებათ გრილის ბადე და სულ რამდენიმე ინგრედიენტი:
1/2 - საშუალო ზომის საზამთრო
100 გრ. ფეტას ყველი
1 ლიმონი
1 ხახვი
20 გრ. რუკოლა
საზამთრო დაჭერით თხელ სამკუთხედ ნაჭრებად, კანი არ მოაცილოთ. შეწვით გრილის ბადეზე 4-5 წუთის განმავლობაში. საზამთრო ცოტა უნდა გამოშრეს.
დაალაგეთ თეფშზე, მოაყარეთ ფეტას ყველი, რუკოლას ფოთლები და დაჭრილი ხახვი. დააწურეთ ლიმონის წვენი.
გემრიელად მიირთვით.