ცხელ ზაფხულს ჩვენი ორგანიზმი განიცდის დეჰიდრაციას, წყლის სმა აუცილებელია და კარგია, თუმცა არის ისეთი ხილი და ბოსტნეული, რომელიც შეიცავშ H20-ს რეკორდული რაოდენობებით.
პირველ ადგილს იკავებს - კიტრი, 96% წყლის შემცველობა, კალციუმით, სოდით, პოტასიუმით, მაგნეზიუმით მდიდარი წყალი ამ პროდუქტს უნიკალურს ხდის. ძალიან ეფექტურად ეხმარება ორგანიზმს წყლის ბალანსის აღდგენაში. შეუცვლელი პროდუქტია ნაბახუსევზე. მისგან დამზადებული კერძები და სალათები მალე მოგიყვანთ მწყობრში.
მეორე ადგილი - სალათის ფოთოლი, 95% წყლის შემცველობა, განსაკუთრებით აისბერგის სახეობის სალათში. ძალიან კარგად ატენიანებს ორგანიზმს, კვებავს საჭირო მინერალებით. მისი მირთმევა შეგვიძლია შევადაროთ წყლის დალევას.
მეასმე ადგილი - საზამთრო, 92% წყლის შემცველობით, შეიცავს უამრავ ვიტამინს, მართალია მცირე დოზებით, თუმცა С ვიტამინი ასკორბინის მჟავის სახით მასში ნამდვილად ჭარბობს. შეიცავს შაქარს, თუმცა იმდენს არა, რომ თავი ავარიდოთ საზამთროს მირთმევას (6% შაქარი).