არავის აღარ უკვირს, რომ თანამედროვე საკვების მოსაყვანად და მოსამზადებლად ბევრი შხამ-ქიმიკატი გამოიყენება, პესტიციდების, გმო-ს, სხვადასხვა საღებავების, გემოს გამაძლიერებლების და სხვა დანამატებების სახით. ორგანიზმში კონკრეტული შხამები გროვდება, რომლების გამოყვანაზეც შეგვიძლია სხვადასხვა გზებით ვიზრუნოთ. ერთ-ერთი ეფექტური გზა არის ვაშლის და დარიჩინის კომბინაცია გამაგრილებელი სასმელის სახით.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
1 ლიტრი სუფთა წყალი
4 ვაშლი
3 დარიჩინის ჩხირი
წყალი აადუღეთ, ვაშლი გაფქცვენით ისე, რომ რაც შეიძლება თხელი კანი მოცილდეს, დაჭერით და მოათავსეთ ახალ ადუღებულ, ცხელ წყალში. დაამატეთ დარიჩინის ჩხირებიც.
დაელოდეთ სანამ შეგრილდება და შედგით მაცივარში რამდენიმე საათით.
ვაშლის და დარიჩინის დეტოქს წყალი მიიღეთ დღის პირველ ნახევარში და ძილის წინ.