ფორთოხალი, სტაფილო და მარაკუია- მეცნიერების თანახმად ზუსტად ეს პროდუქტები დაგვეხმარება აღვადგინოთ ძალები და ავიმაღლოთ განწყობა გაზაფხულის პერიოდში.
თქვენ დაგჭირდებათ:
800 გრ. - სტაფილო
4 - მარაკუია
2 ს.კ - ყავისფერი შაქარი
300 მლ. - ფორთოხლის წვენი
ლიმონის და ფორთოხლის ნაჭრები
გაასუფთავეთ სტაფილო და გაწურეთ წვენი. მარაკუია გახეხეთ და დაამატეთ 2 კოვზი შაქარი. აურიეთ მარაკუია პიურე სტაფილოს წვენთან და დაამატეთ ფორთოხლის წვენი. ჩამოასხით ჭიქებში და გააფორმეთ ფორთოხლის და ლიმონის ნაჭრებით.
გემრიელად მიირთვით.