დორა არის ქვევრისებრიან კოკისებური თიხის ჭურჭელი, მოუჭიქავი. გამოიყენებოდა ისეთი საკვების შესანახად, როგორიც არის - ხორბალი, სიმინდი, ლობიო, მწნილი, სხვადასხვა სითხე.
მისი ფორმა და ტევადობა ინდივიადუალურია და დამოკიდებულია ოსტატის გემოვნებაზე, ამიტომ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში განსხვავებული დორა შეგხვდებოდათ.
მეგრული დორა ქვევრისებური მოყვანილობის იყო და იტევდა 1.5 დან 12 ფუთამდე.
ქვევრისგან განსხვავდებოდა უფრო გაშლილი პირით, ბრტყელი ძირით და ყურებით.
გარედან შემოვლებული ჰქონდა თიხის სადა ან დაკბილული სარტყელი.
ლეჩხუმური დორა კოკას გავდა და 30 ლიტრს იტევდა. მას ქონდა ქობიანი პირი, მომაღლო ყელი, დაქანებული მხრები, განიერი, ქვემოთ მოვიწროებული მუცლი, ყურები და სწორი ძირი. შემკული იყო გეომეტრიული და მცენარეული ორნამენტებით. იყო ასევე ტუჩიანი, 15 ლიტრიანი დორაკი (დორას ნახვარი)
დორა უდრიდა კოკის ნახევარს (დაახლოვებით 15-18 ლიტრს).
ქართულ წერილობით წყაროებში დამოწმებულია მე-16 საუკუნიდან.