Search
Or
ბოლოკი

ბოლოკი - მცენარე, რომელიც მოყავთ როგორც ბოსტნეული მისი ნაყოფის გამო, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. იჭმევა ბოლოკის ფესვის ნაყოფი, რომლის გემოც გამოირჩევა სიმწარით მდოგვის ზეთის შემცველობის გამო.

ბოლოკის სამშობლოდ ითვლება შუა აზია, სადაც ის ცნობილია უძველესი ხანიდან. ბოლოკის შესახებ იცოდნენ ძვველ იაპონიაში, ძველ ეგვიპტეში და საბერძნეთში. ძველ რომში ბოლოკს მიირთმევდნენ თაფლით, ძმრით ან მარილით. ევროპაში გავრცელდა 16-ე საუკუნის შუიდან. პირველად დააგემოვნეს ფრანგმა მზარეულებმა. მაგ დროისთვის ბოლოკი სტაფილოს ფორმის და თეთრი ფერის. რუსეთში პირველად პეტრე პირველმა ჩამოიტანა ამსტერდამიდან. შესაძლებელია ვივარაუდოთ რომ მაგ დროიდან ბოლოკი გავრცელდა საქართველოში. 

შეძენის დროს მიაქციეთ ყურადღება ბოლოკის კანს, ის უნდა იყოს საღი და სუფტა. შავი წერტილები მეტყველებენ მისი დალპობის დასაწყისზე. თუ ბოლოკი რბილია, სჯობს არ შეიძინოთ, რადგან არანაირი გემო არ ექნება. 

შეიცავს კალიუმს, ნატრიუმს, კალციუმს, ფოსფორს, მანგანუმს და რკინას, ვიტამინებს B, C, PP. გამოიყენება როგორც სამკურნალო, ასევე კოსმეტიკური დანიშნულებით.

ინახება მაცივარში 1 კვირამდე ვადით.

Expret Advices