Search
ან
აინშტაინის ტვინის საკვები

ითვლება, რომ ალბერტ აინშტაინი ყველა დროის ყველაზე დიდი ტვინი და გონებაა კაცობრიობის ისტორიაში.

გვინდა გაგიზიაროთ, თუ რა კერძები უყვარდა აინშტაინს ყველაზე მეტად და რითი კვებავდა თავის ჭკვიან ტვინს.

აინშტაინი თვლიდა, რომ ტვინის გამოსაკვებად მას სჭირდებოდა პროტეინები და კალორიები და ყველაზე ხშირად საკმარის ენერგიას სოკოს ომლეტში პოულობდა.

გთავაზობთ აინშტაინის სოკოს ომლეტის საყვარელ რეცეპტს, თქვენ დაგჭირდებათ:

5 კვერცხი
250 გრ. სოკო
1 ხახვი
1 კბილი ნიორი
80 გრ. რბილი ყველი (ჩვენს შემთხვევაში სულგუნი)
30 გრ. კარაქი
½ სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
მარილი და პილპილი - გემოვნებით
ორეგანო, ბაზილიკი, პიტნა, ქინძი - გემოვნებით

წვრილად დაჭრილი ხახვი და სოკო მოთუშეთ ტაფაზე ზეთთან ერთად. დაამატეთ გახეხილი ნიორი. მოთუშეთ ნელ ცეცლზე იქამდე, სანამ ხახვი ფერს არ შეიცვლის (დაახლოვებით 15 წუთი). დაამატეთ კარაქი.
ცალკე ათქვიფეთ კვერცხი სუნელებთან ერთად.
მოასხით კვერცხის მასა მოხრაკულ სოკოს. დაახლოებით 1 წუთში მოაყარეთ გახეხილი ყველი ტაფაშივე. დააყოვნეთ იქამდე, სანამ ყველი არ დადნება.

მიირთვით დღის პირველ ნახევარში იმისთვის, რომ მიღებული კალორიები და ენერგია გეყოთ დღის ბოლომდე.

 

თეგები

ექსპერტის რჩევები