Search
Or
ბაზილიკის და მარწყვის ლიმონათი

საგაზაფხულო ლიმონათი მარწყვისგან და ბაზილიკისგან. ეს არაჩვეულებრივი კომბინაცია გვაძლევს ბევრ ენერგიას და კარგ ხასიათს. ბაზილიკი ამშვიდებს ორგანიზმს, ხოლო მარწყვი გვავსებს დადებითი ემოციებით. თუ ზაფხული არ მოდის ჩვენთან, ჩვენ მივდივართ ზაფხულთან. ამ არაჩვეულებრივი კოქტეილის მოსამზადებლად ჩვენ დაგვჭრდება: 
150 გრ. - მარწყვი
10 გრ. - ბაზილიკი (ან იგივე რეჰანი)
3 სუფრის კოვზი - ლიმონის მჟავა პიტნის არომატით
50 გრ. - შაქარი (შაქარი შეგიძლიათ მოაკლოთ ან დაამატოთ გემოვნებით)
1 ლიტრი - წყალი

პატარა ქვაბში ვათავსებთ გასუფთავებულ მარწყვს და ბაზილიკის (რეჰანის) ფოთლებს. ვამატებთ ცხელ წყალს და ქვაბს ვაფარებთ თავსახურს. 
დავაყოვნოთ 1 საათით (ან უფრო მეტი ხნით). 
საკმარისი დროის გასვლის შემდეგ, ავიღოთ მხოლოდ სითხე, ხოლო გამოფიტული მაყწვი და რეჰანის ფოთლები გადავყაროთ. დარჩენილ წვენს დავამატოთ ლიმონის მჟავა (სასურველია პიტნის არომატით) და შაქარი. კარგად მოვურიოთ. 

მიირთვით გემრიელად შეგრილებულ მდგომარეობაში. 
სურვილისამებრ შეგიძლიათ გააფორმოთ მარწყვით და ბაზილიკის ფოთლებით. 

 

Expret Advices