გარგარი - ტკბილი და არომატული ნაყოფი, რომელიც გავრცელებულია შუა აზიაში და კავკასიონზე. ლათინური დასახელება mala armeniaca ნიშნავს "სომხურ ვაშლს", ასე ეწოდა კავკასიის რეგიონში გავრცელების გამო. ჭერამი არის იგივე ველური გარგარი, რომელსაც უხვად შეხვდებით ასევე ჩინეთშიც. იქიდან გამომდინარე, რომ ჭერამი და გარგარი ქაოტურად არის გავრცელებული ბევრ ქვეყანაში, არ არსებობს კონკრეტული ადგილი, რომელსაც მის სამშობლოს დავარქმევდით.
ამჟამად ცნობილია არაერთი გამოყვანილი გარგრის ჯიში, ზომის, გემოს და ფერის განსხვავებებით. ძირითადი განსხვავება ჭერამთან - ზომაში, კურკის სიმწარეში, ვიზუალში, გემოს ინტენსივობაში და ზოგიერთი ნივთიერების შემცველობაშია.
ჭერამი ოდნავ უფრო კალორიულია, ვიდრე გარგარი.
ჭერმის ხეს უფრო ძლიერი ფესვები აქვს, ასევე უძლებს მაღალ ტემპერატურებს.
გარგარი ბევრად უფრო წყლიან ნაყოფს იძლევა, ვიდრე ჭერამი, თუმცა ჭერამის ნაყოფში სასარგებლო ნივთიერებების კონცეტრაცია უფრო მეტია (12 ვიტამინი, 18 მინერალი), რაც მას უფრო სასარგებლოს ხდის, ოდნავ მომწარო გემოს მიუხედავად.