Search
ან
მარტივი იდეა ლანჩისთვის - სამეფო ლანჩი

თუ თქვენ ბევრს მუშაობთ და არ გაქვთ დრო იმისთვის, რომ გემრიელი საჭმელი მიირთვათ, იზრუნეთ თქვენს სამეფო ლანჩზე და გაანებივრეთ საკუთარი თავი გემრიელი საკვებით.
თქვენ დაგჭირდებათ:
1 ქათმის ფილე
20 გრ. კარაქი
1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
1 ჭარხალი
4 კარტოფილი
1 ლიმინო
1 ვაშლი
20 გრ. კამა
20 გრ. სეზამის მარცვალი
30 გრ. ნიგოზი
30 გრ. მაგარი ყველი
პილპილი
პაპრიკა
მარილი
50 გრ. მოცვი
10 გრ. ჯანჯაფილი
20 გრ. პიტნა

წინასაწრ ვდგათ ჭარხალს მოსახარშად. კარტოფილს ვსერავთ დანით, ვაწყობთ საცხობ ტაფაზე და ვკაზმავთ კამაში გარეული ზეითუნის ზეთით, ვდგამთ ღუმელში 220 გრადუსზე 15 წუთით.
ქათმის ფილეს ვჭრით თხელ ნაჭრებად, ვაყრით პილპილს, პაპრიკას, მარილს და ვწვავთ ტაფაზე კარაქში. შეწვის შემდეგ ვდებთ ღუმელში კარტოფილთან ერთად.
ვჭრით ვაშლს, ვამატებთ ლიმონის წვენს, ზეითუნის ზეთს, სეზამის მარცვალს და გახეხილ ნიგოზს.
უკვე მოხარშული ჭარხალი დავჭრათ, დავამატოთ კუბებად დაჭრილი ყველი და გავახვიოთ ფოლგაში.
ლანჩის კონტეინერში ვაწყობთ:
ფოლგაში გახვეულ ყველიან ჭარხალს, ზემოდან ვაწყობთ გამომცხვარ ქათმის ფილეს და კარტოფილს, ცალკე ვდებთ ვაშლის სალათს, ხოლო დესერტისთვის მოცვს გახეხილ ჯანჯაფილთან და პიტნასთან ერთად.

დატკბით თქვენი ქმნილებით შესვენებაზე და გაატარეთ დღე პროდუქტიულად!

ექსპერტის რჩევები