Search
ან
ხორცის მარინადი ხილით

ხორცის მარინადი ხილით.

იმისთვის, რომ ხორციანი კერძი გავხადოთ რაც შეიძლება იდეალური, აუცილებელია ხორცის დარბილება.
არსებობს უამრავი სახის „ბასტურმა“. ყველაზე გავრცელებული ღვინოში და ძმარში დამარინადებაა, თუმცა ეს ხერხი ხორცს ამჟავებს ან ძმრის გემოს ტოვებს.
ტანინი, რომელსაც ღვინო შეიცავს, მართლაც უხდება ხორცს, რადგან მოხმარებული სანელებლების ეფექტს უფრო აძლიერებს.
არ შეიძლება გვერდის ავლა დამარინადების ისეთი ალტერნატიული ხერხისგან, როგორიც არის - ხილის წვენში დამარინადება. გთავაზობთ სამ საუკეთესო ხილს:
1. კივი, შეიცავს ყველაზე მეტ ხილის მჟავას, არბილებს ნებისმიერი სახის ხორცს ძალიან სწრაფად და ეფექტურად და არ სძენს თქვენს კერძს არანაირ უცხო გემოს.
2. ბროწეული მდიდარია ტანინით და სხვა მჟავებით, არის არომატული და საუკეთესოა ხორციანი კერძებისთვის. ხორცი ბროწეულის წვენში პირდაპირ სანელებლებთან ერთად 1-დან 2 საათამდე შეგიძლიათ დატოვოთ. თუ გნებავთ, რომ მხოლოდ ხორცის დარბილებას მიაღწიოთ, დამანარიდებული ხორცი გაავლეთ წყალში, რადგან ბროწეული ხორცს უტოვებს სიმჟავეს.
3. ლიმონი - და მისი მჟავა, ერთ-ერთი საუკეთესოა დარბილებისთვის. საკმარისია ხორცის დატოვება დაჭრილ ლიმონთან ერთად, და სულ რაღაც 3 საათში ხორცი დარბილებული დაგხვდებათ. აქაც, უმჯობესია ხორცს მსუბუქად გადაავლოთ წყალი, რომ თქვენ კერძს მჟავე გემო არ გაჰყვეს.

ექსპერტის რჩევები