ვარცლი - გამოიყენებოდა ცომის მოსაზელად. ჭურჭელი მზადდებოდა მყარი ხისგან, იყო მოგრძო და ღრმა ფორმის და ჰქონდა ორივე მხარეს წაშვერილი თავი. ზოგჯერ ითლებოდა მთლიანი მორისგან, ზოგჯერ კი იკვრებოდა ხის ნაჭრებისგან.
ჰქონდა თავის საფარებელი. ვარცლის თავსახური - ორომი დიდი თეფშის როლსაც ასრულებდა,
ვარცლიდან ამოღებულ ცომს ათავსებდნენ ორომზე და ისე მიქონდათ თონემდე.
ძველ ქართულ ხალხურ დარბაზებში ვარცლი დედაბოძის ზურგზე იყო მოთავსებული, გადმოკიდებულ თაროზე. ასეთ საპატიო ადგილზე მოთავსებით, ხაზს უსვამდნენ მის მნიშვნელობას. ზოგჯერ დიდი ზომის ვარცლი სკივრის როლსაც ასრულებდა.
ქიზიყში, ვარცლის დამამზადებელს მევარცლე ეწოდებოდა.