Search
Or
ბრინჯის პუდინგი

ბრინჯის უგემრიელესი პუდინგი - მშვენიერი ალტერნატივა ბავშვებისათვის, რომლებსაც არ უყვართ ფაფა.

ინგრედიენტები:

¾ ჭიქა ბრინჯი

1 ½ ჭიქა წყალი

1 მწიკვი მარილი

4 ჭიქა რძე

½ ჭიქა შაქარი

½ ჩაის კოვზი ვანილი

ქიშმიში

დარიჩინი და მუსკატი გემოვნებით

მომზადების წესი:

მოამზადეთ დიდი, ღრმა ტაფა. ჩაყარეთ ბრინჯი და მარილი. ჩაასხით წყალი, დაახურეთ თავსახური და ხარშეთ დაახლოებით 15 წუთი. როდესაც წყალი ამოშრება დაამატეთ რძე, შაქარი და ცოტაოდენი მუსტი. ხარშეთ საშუალო ცეცხლზე დაახლოებით 30-40 წუთი. პერიოდულად ურიეთ, განსაკუთრებით ბოლო წუთებში. მასა უნდა იყოს სქელი. მომზადებულ ბრინჯს დაამატეთ ვანილი და დარიჩინი. კარგად მოურიეთ. გადაიტანეთ პატარა ზომის ჭურჭელში. მოაყარეთ ქიშმიში და ცოტაოდენი დარიჩინი სილამაზისთვის.

შეგიძლიათ მიირთვათ ცივიც და თბილიც. შეგიძლიათ გადააკრათ გრინი და შეინახოთ მარივარში მაქსიმუმ 2 დღის განმავლობაში.

Expret Advices