Search
ან
პასტა სოსისით

გემრიელი, ნოყიერი და მარტივად მოსამზადებელი - პასტა სოსისით.

ინგრედიენტები:

ზეითუნის ზეთი - 1 ჩაის კოვზი

არომატული სოსისი ან სარდელი - 2 ცალი

წითელი წიწაკა - ¼ ჩაის კოვზი

ნიორი - 2 კბილი

მწვანე წიწაკა - 1 ცალი

ტომატის კონსერვი - 200 გრ.

ნაღები - 100 მლ.

ზეთისხილი - 4-5 ცალი

ოხრახუში - 1 სუფრის კოვზი

პარმეზანი - 150 გრ.

პასტა - 1 შეკვრა

მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

გაახურეთ ტაფა. დაასხით ზეითუნის ზეთი. მოთუშეთ სოსისი და წითელი წიწაკა. ცოტა ხანში დაამატეთ ხახვი და ნიორი. ჩაასხით ტომატი როდესაც ხახვი მოიბრაწება, 3-4 წუთში კი დაამატეთ ნაღები.

ადუღეთ დაახლოებით 3-5 წუთის განმავლობაში.

მოხარშეთ და გადაწურეთ პასტა. დაამატეთ სოუსიან ტაფაში და კარგად მოურიეთ. მოაყარეთ ოხრახუში.

გადაიტანეთ ჯამებში და მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი.

თეგები

ექსპერტის რჩევები