Search
ან
გრილზე შემწვარი ორაგული

ორაგულის სასარგებლო თვისებებზე არაერთხელ გვილაპარაკია. ამჯერად, გადავწყვიტეთ გრილზე შემწვარი ორაგულის რეცეპტი შემოგთავაზოთ.

ინგრედიენტები:

ორაგულის ფილე - 4 ცალი

დიჟონის მდოგვი - 2 სუფრის კოვზი

სოიოს სოუსი - 3 სუფრის კოვზი

ზეითუნის ზეთი - 6 სუფრის კოვზი

დაკეპილი ნიორი - 1 სუფრის კოვზი

მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:  

მოაყარეთ ფილეს მარილი. დიდ ჯამში გადაურიეთ სოუსის ინგრედიენტები. გადაასხით სოუსის ნახევარი პატარა ჯამში. დიდ ჯამში ჩადეთ თევზი და კარგად ამოავლეთ სოუსში,  გადააკარით გრინი და შეინახეთ მაცივარში დაახლოებით 20 წუთი.

მოათავსეთ თევზი გრილზე კანის მხრიდან. 4-5 წუთის შემდგომ გადმოაბრუნეთ და შეწვით მეორე მხრიდან.

მოათავსეთ შემწვარი ფილეები თეფშზე და დაასხით დარჩენილი სოუსი.

თეგები

ექსპერტის რჩევები