ალუბალი და ბალი ვარდისებრთა გვარის მცენარეებია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ალუბალი ბევრად უფრო მეტი სასარგებლო თვისებით გამოირჩევა.
მისი ქიმიური შემადგენლობა მოიცავს - წყალი - 80%, შაქარი - 10-17,3%, მჟავები - 0,8-2,4%, ნახშირწყლები - 20%, აზოტოვანი ნივთიერებები - 0,7%, უჯრედისი - 6%, მთრიმლავი ნივთიერება - 0,15-0,88%. გარდა ამისა, იგი გაჯერებულია ნახშირწყლებით, გლუკოზითა და ფრუქტოზით. ასევე შეიცავს B1, B6, C, E, K და PP ვიტამინებს, მაგნიუმს და იოდს.
ალუბალი გამოირჩევა არაერთი სამკურნალო თვისებით. მათ შორის - აძლიერებს იმუნურ სისტემასა და მხედველობას; დადებითად მოქმედებს ტვინზე, ნერვულ სისტემასა და მეხსიერებაზე; ებრძვის უძილობას, სტრესსა და დეპრესიას; არეგულირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში; ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელს სისტემას; ეფექტურია გაციების დროს; სასარგებლოა გულის დაავადებების დროს და არეგულირებს პულსს; ხელს უშლის კიბოს უჯრედების გაფართოებას; რეკომენდირებულია შემდეგი დაავადებების წინააღმდეგ - ყბაყურა, წითელა და ჩუტყვავილა; სასარგებლოა ათეროსკლეროზის და ანემისს დროს.
ალუბალი ძალიან პოპულარულია კულინარიაში. განსაკუთრებით გამოიყენება დესერტების დამზადებისას.