ჟოლო არაერთი სასარგებლო თვისებით გამორჩეული კენკროვანია. იგი შეიცავს ვაშლის, ღვინის და სალიცილის მჟავას; გლუკოზას, ფრუქტოზას, საქაროზას, ტანინებს, პექტინს, კალიუმს, სპილენძს და კაროტინს. აგრეთვე, C, A, E, PP და B ჯგუფის ვიტამინებს და ეთერზეთებს.
ჟოლო განსაკუთრებით სასარგებლოა ქალბატონებისათვის. იგი ხელს უწყობს ტონუსში ყოფნას, აუმჯობესებს სახის კანს.
ჟოლო შეიცავს დიდი რაოდენობით სპილენძს, ამიტომ წარმოადგენს ძალიან კარგ ანტიდეპრესანტს და რეკომენდირებულია ადამიანებისთვის, რომლებსაც სტრესულ პირობებში უწევთ მუშაობა.
ჟოლო ხელს უწყობს კუჭნაწლავის დაავადებების განკურნებას, რადგან გააჩნია ღებინებისა და ანთების საწინააღმდეგო თვისებები. კენკრა აძლიერებს მადას, აგრეთვე გამოირჩევა ტკივილ გამაყუჩებელი თვისებებით. ცოცხალი ჟოლო რეკომენდირებულია ათეროსკლეროზისა და ჰიპერტონიის დროს. ჟოლო არეგულირებს არტერიულ წნევას. აგრეთვე, უებარი წამალია გაციებისა და სხვადასხვა ვირუსების დროს.
თუმცა, უამრავი დადებითი თვისების მიუხედავად, უკუჩვენებაც გააჩნია - ჟოლოს უნდა მოერიდონ დიაბეტითა და ასთმით დაავადებული ადამიანები.
აგრეთვე, არ არის რეკომენდირებული გასტრიტისა და კუჭის წყლულის დროს.