Search
Or
თეთრი ღვინის სანგრია

ღვინის კოქტეილი, სანგრია, წარმოშობით ესპანეთიდან გახლავთ. უგემრიელესი სასმელი მარტივად მზადდება და განსაკუთრებით ამშვენებს გაზაფხულისა და ზაფხულის საღამოებს. არსებობს თეთრი ღვინის და წითელი ღვინის სანგია. დღეს, თეთრი ღვინის სანგრიას მოვამზადებთ. 

ინგრედიენტები: 

750 მლ. თეთრი ნახევრად ტკბილი ღვინო 

500 მლ. ჯინჯერის ელი  

100 გრ. მარწყვი 

1 ლიმონი 

3 ფორთოხალი

ნახევარი გრეიფრუტი

რამდენიმე ტოტი პიტნა 

შაქარი გემოვნებით

მომზადების წესი: 

დაჭერით მარწყვი, ლიმონი და 1 ფორთოხალი. 

ჩაასხით ღვინო სასურველ ჭურჭელში. დაამატეთ შაქარი გემოვნებით. გაწურეთ დარჩენილი ორი ფორთოხლის წვენი და ჩაასხით ღვინოში. დაამატეთ დაჭრილი ხილი და შეინახეთ მაცივარში რამდენიმე საათით. 

სანამ სუფრასთან მიიტანთ, ჩაასხით ჯინჯერის ელი.