კოჭა არა მხოლოდ არომატული და გემრიელი, არამედ სასარგებლო მცენარეა. მას იყინებენ როგორც კულინარიაში, ისე მედიცინაში.
თავად მცენარე ჯანჯაფილისებრთა ოჯახის წარმომადგენელია და შეგიძლიათ შეიძინოთ ფესვის სახით ან უკვე წინასწარ დაფქული.
ზოგადად, კოჭას ყველაზე გავრცელებული და გახმაურებული თვისებაა - წონაში დაკლების ხელშეწყობა. ამიტომ, ბევრი ადამიანი დაუფიქრებლად ეტანება კოჭას და არ ითვალისწინებს გარკვეულ უკუჩვენებებს.
კოჭა შეიცავს C, B1, B2 და A ვიტამინებს; აგრეთვე მაგნიუმს, ფოსფორს, ნატრიუმს, კალიუმს, ქრომს და რკინას.
სასარგებლოა სისხლძარღვებისთვის, თირკმელისთვის, კანის და ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს. არის კარგი დამამშვიდებელი - ებრძვის აპათიის სინდრომებს, აგრეთვე რეკომენდირებულია გაციების დროსაც. სასარგებლოა ნაწლავების ატონიისა და ანთების დროს.
კოჭა რეკომენდირებულია ორსულებისთვის, რადგანაც ანეიტრალებს გულის რევის შეგრძნებას და ეხმარება ტოქსიკოზის დროს.
კოჭა არ არის რეკომედირებული ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ კუჭის წყლული, გასტრიტი ან თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადება. აგრეთვე მათთვის, ვისაც პრობლემები აქვთ ღვიძლთან. კოჭას მიღება არ არის მიზანშეწონილი ადამიანებსთვის, რომლებსაც აქვთ შაქრიანი დიაბეტი.
ასე რომ, მცენარის მოხმარებამდე აუცილებლად გაითვალისწინეთ უკუჩვენებები.