Search
ან
ბროწეული

ბავშვობაში ხშირად გვსმენია გამოცანა - „გარეთ ატლასი, შიგნით - ათასი“, თუმცა არასდროს დავფიქრებულვართ იმაზე, რომ გარდა ათასი მარცვლისა, ამ უცნაურ ხილს „ათასი“ სასარგებლო თვისებაც აქვს.

ბროწეული ტანდაბალი, 5 მეტრამდე სიმაღლის, ყინვაგამძლე ხის ან ბუჩქის სახით გვხვდება. მისი მარცვლების 100 გრამი დაახლოებით 62-79 კალორიას ითვლის, წვენი კი 42-65-ს. ხილი მდიდარია A, C, E, B1, B2, PP ვიტამინებით და სხვადასხვა მინერალებით: რკინა, იოდი, კალციუმი, კალიუმი და სალიციუმი.

ბროწეულის შემადგენლობაში არსებული ვიტამინები და მინერალები აუცილებელია ნებისმიერი ადამიანის ორგანიზმისთვის. პირველ რიგში, იგი არეგულირებს არტერიულ წნევას. აგრეთვე, აძლიერებს იმუნურ სისტემას, აღადგენს ღვიძლის ფუნქციას. ბროწეული არეგულირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში, ხილის შემადგენლობაში შესული ვიტამინები და მინერალები კი იცავენ თირკმელს ტოქსინებისა და დაზიანებისგან.

ამიტომ, გირჩევთ აუცილებლად მიირთვათ ეს უგემრიელესი სეზონური ხილი. 

თეგები

ექსპერტის რჩევები