Search
Or
კარის სოუსი

ინდური სამზარეულო განსაკუთრებით არომატული კერძებით გამოირჩევა. პირველი, რაც ამ ქვეყნის კულინარიაზე გვახსენდება კარის სოუსია. არსებობს არაერთი რეცეპტი, ზოგი მარტივია, ზოგი - რთული. ინგრედიენტები ხან იშოვება, ხან - არა. გადავწყვიტეთ გასტრონომიულ პირობებზე მორგებული რეცეპტი ვიპოვოთ, დავაგემოვნოთ და გაგიზიაროთ შედეგები. 

ინგრედიენტები: 

2 ს.კ. კარის სოუსის ფხვნილი 

2 ს.კ. ქოქოსის ფანტელები

2  მწვანე ვაშლი 

1 ცხარე წითელი წიწაკა

2 ხახვი 

2 სტაფილო

2 კბილი ნიორი

100 გრ. კარაქი 

500 მლ. ქათმის ბულიონი 

200 მლ. რძე

მარილი - გემოვნებით

მომზადების წესი: 

გაალღვეთ კარაქი ტაფაზე და მოთუშეთ დაჭრილი ხახვი, სტაფილო, ნიორი და წიწაკა. ბოლოს დაამატეთ დაჭრილი ვაშლი. 

ათქვიფეთ რძე და ქოქოსის ფანტელები. დაასხით ბოსტნეულიან ტაფაში. დაამატეთ ქარის ფხვნილი, მარილი და ქათმის ბულიონი. გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 40 წუთი. 

შეგიძლიათ მიირთვათ ბოსტნეულთან, ქათამთან ან ბრინჯთან ერთად.