Search
Or
მასკარპონეს კრემი

ფაფუკი და ჰაეროვანი მასკარპონეს კრემი იდეალურია სხვადასხვა ტიპის ტკიბილეულისთვის. შეგიძლიათ გამოიყენოთ ტორტის, კექსის ან ქაფქეისის მოსართავად; მიირთვათ ორცხობილასთან ან ვაფლთან ერთად; გააკეთოთ "ჩინური ტორტი" და მრავალი სხვა. 

250 გრ. მასკარპონესთვის საჭიროა: 

100 გრ. დაფქული შაქარი 

1 ლიმონის ცედრა 

ნახევარი ლიმონის წვენი 

მომზადების წესი: 

დაიყეთ მასკარპონეს თქვეფა დაბალ სიჩქარეზე (ბლენდერში ან მიქსერში). ნელ-ნელა დაამატეთ დაფქული შაქარი და ლიმონის ცედრა. შემდეგ, ასევე ნელ-ნელა დაამატეთ ლიმონის წვენი და განაგრძეთ თქვეფა უკვე მაღალ სიჩქარეზე. 

შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ლიმონი ლაიმით ან ფორთოხლით. 

Expret Advices