Search
ან
სოკოს კოტლეტი

გადავწყვიტეთ გაგიზიაროთ ვეგანების ერთ-ერთი საყვარელი კოტლეტის რეცეპტი, რომელიც, აგრეთვე, იდეალურია მარხვის დროს. 

კოტლეტი უხდება ნებისმიერ გარნირს, განსაკუთრებით კი სალათებს და შემწვარ ბოსტნეულს. 

ინგრედიენტები: 

1 კგ. ქამა სოკო 

1 ჭიქა წიწიბურა 

1 ს.კ. კარტოფილის სახამებელი 

კამა, ოხრახუში, მარილი, პილპილი - გემოვნებით. 

მომზადების წესი: 

მოხარშეთ ქამა სოკო. 

მოხარშეთ წიწიბურა სოკოს ნახარშში. 

გაატარეთ სოკო და მწვანილი ხორცსაკეპ მანქანაში. 

შეურიეთ ერთმანეთს სოკო და წიწიბურა. დაამატეთ სახამებელი, მარილი და პილპილი. 

მიეცით კოტლეტის ფორმა და შეწვით. 

გემრიელად მიირთვით.