ცეზარი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სალათია. მას ხშირად ამზადებენ სახლის პირობებში, თუმცა ვერ იღებენ სასურველ შედეგს. ყველაფერი კი არასწორად მომზადებული სოუსის ბრალია. გადავწყვიტეთ, გაგიზიაროთ ე.წ. ცეზარის დრესინგის რეცეპტი.
ინგრედიენტები:
100 გრ. პარმეზანი
50 მლ. ლიმონის წვენი
2 ს.კ. მაიონეზი
2 ანჩოუსის ფილე
ნახევარი ს.კ. ზეითუნის ზეთი
3 კბილი ნიორი
მარილი, პილპილი - გემოვნებით
მომზადების ზესი:
გახეხეთ ყველი. გარეცხეთ ანჩოუსის ფილე და წვრილად დაჭერით.
მოათავსეთ ბლენდერში ყველი, ლიმონის წვენი, მაიონეზი, დაჭრილი ანჩოუსი, დაჭრილი ნიორი და პილპილი. დაიწყეთ თქვეფა. შემდგომ, დაამატეთ თითო-თითო წვეთი ზეითუნის ზეთი და განაგრძეთ თქვეფა.
გაითვალისწინეთ, ანჩოუსი საკმაოდ მლაშე თევზია, ამიტომ მარილი ბოლოს დაუმატეთ.