Search
ან
პრასი

პრასი მრავალწლოვანი მცენარეა შროშანისებრთა ოჯახიდან. მისი სამშობლო დასავლეთ აზიაა, თუმცა, თავის დროზე იგი იმდენად პოპულარულ გახდა ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში, რომ სწორად ამ რეგიონთან ასოცირდება.

პრასის უნიკალური თვისებები ჯერ კიდევ ანტიკურ პერიოდში გახდა ცნობილი. აღსანიშნავია, რომ პროდუქტი იმპერატორ ნერონის ყოველდრიური კვების რაციონის განუყოფელი ნაწილი იყო. რომაელები პრასს მდიდრების საკვებად მიიჩნევდნენ.

პრასი სასარგებლოა პადაგრის, სკლეროზის, რევმატიზმის, უროლიტიაზისა და სხვა მრავალი დაავადების დროს. რეკომენდირებულია ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროსაც.

პრასი შეიცავს კალიუმს, კალციუმს, რკინას, ფოსფორს, გოგირდსა და მაგნიუმს. მცენარის შემადგენლობაში შედის ეთერზეთი, რომელიც მდიდარია გოგირდით, ცილით, ასკორბინისა და ნიკოტინის მჟავით.

გარდა ამისა, პრასი განსაკუთრებული თვისებით გამოირჩევა - შენახვის დროს, მის თეთრ ნაწილში არსებული ასკორბინის მჟავის რიცხვი იზრდება თითქმის ორჯერ. 

თეგები

ექსპერტის რჩევები