ნუდლსი ჩინური სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია. აღსანიშნავია, რომ მეცნიერები არაერთი წელია ცდილობენ დაადგინონ, ვინ შექმენა ეს წამოუდგენლად მარტივი და გემრიელი პროდუქტი - ჩინელებმა თუ იტალიელებმა?
იყო დრო, როდესაც ფიქრობდნენ, თითქოს მარკო პოლოს ერთ-ერთი მოგზაურობის დროს უჭამია ჩინური ატრია, თავის თანამემაულეებს გაანდო გასტრონომიული გამოცდილება და იტალიელებმაც შედეგად პასტა შექმენეს. არ დაიჯეროთ. იტალიური ხელნაწერი ძეგლები მარკო პოლომდეც მოიხსენიებდნენ ისეთ პროდუქტებს როგორც - „მაკარონი“ და „ლაზანია“.
ჩინურ მწერლობაში ნუდლსი პირველად მოიხსენიება 1-2 საუკუნის ხელნაწერ ძეგლში. დროთა განმავლობაში, სხვადასხვა კვლევებმა და არქეოლოგიურმა გათხრებმა გვიჩვენეს, რომ ჩინური ატრია კიდევ უფრო ადრეა შექმნილი. 2005 წელს, ჟურნალმა Nature, გამოაქვეყნა ერთ-ერთი ექსპედიციის ლაბოლატორიული კვლევის შედეგები, სადაც ნათქვამია, რომ 2002 წელს ნაპოვნი ფიალა, რომელში ატრია იყო მოთავსებული, თარიღდება დაახლოებით ძვ.წ.აღ. 2000 წლით.
ატრია შესაძლოა დამზადდეს სხვადასხვა საბაზისო პროდუქტით - ხორბლის ფქვილი, ბრინჯის ფქვილი, სახამებელი და კვერცხი. დასავლური პასტისგან განსხვავებით, აზიური ატრია მარილიანი ცომისგან მზადდება და შედეგად ძალიან მალე იხარშება. ასევე როგორც პასტას, ნუდლსსაც ფორმის მიხედვით სხვადასხვა სახელი აქვს.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დიდი ალბათობით, ჩინური ატრია და დასავლური პასტა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შეიქმნა, ამიტომაც არის, რომ მეცნიერებმა დღემდე ვერ დაადგინეს, ვინ, ვისგან და როდის აითვისა რეცეპტი.