Search
ან
ნიორი საოცრებათა ქვეყანაში

ჯადოსნურ პროდუქტად აღიარებულ ნიორს არაერთი სასარგებლო თვისება აქვს. 

ნივრის რეგულარულ მიღებას განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში გვირჩევენ. ბუნებრივი იმუნომოდულატორი  გაციების გამომწვევი ვირსუსებისგან გიცავთ. 

ერთ კბილ ნიორს ძალუძს ორგანიზმის ტყვიისა და ვერცხლის წყლისგან გათავისუფლება.  

ნივრისგან "ახალგაზრდობის ელექსირის" დამზადებაც არის შესაძლებელი - თაფლისა და სპირტის დამატებით. ის აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და ქსოვილს ელასტიურობას უნარჩუნებს. 

ნიორი ჭარბ წონასთან მებრძოლთაც დაუდგება გვერდში. ის წვავს შაქარს, ამცირებს შიმშილის გრძნობასა და ტკბილეულის მიღების სურვილს.

მეცნიერთა თქმით, ელემენტი, რომელიც ნიორს სპეციფიურ სუნსა და გემოს აძლევს ალიინია, თუმცა მას არ აქვს სამკურნალო თვისებები. ნივრის დაქუცმაცების, დანაყვის ან დაჭყლეტის დროს ალიინი გარდაიქცევა ალიცინად -ბუნებრივ ანტიბიოტიკად. ალიცინი აქრობს ანთებას, თრგუნავს ბაქტერიების გამრავლებას და ამაღლებს იმუნიტეტს. ამ ეფექტის მისაღებად აუცილებელია ნივრის დანაწევრება. 

ალიცინი ხელს უწყობს ტვინის მუშაობასა და შრომისუნარიოანობის. ეხმარება ნერვული სისტემის ნორმალიზებასა და დეპრესიის დამარცხებას. 

ნიორი მთელ აფთიაქს ჩაანაცვლებს,   ჭამის წინ თაფლთან ერთად ერთი სუფრის კოვზი დაქუცმაცებული ნივრის მიღება აგავსებთ ენერგიით და ხელს შეუწყობს საკვების გემოვნური რეცეპტორების უფრო მძაფრ აღქმას. 

 

 

თეგები

ექსპერტის რჩევები