Search
Or
ვამზადებთ ნაღების კრემს

ნაღების კრემი არაერთი დესერტის შეუცვლელი კომპონენტია. იგი თანაბრად უხდება ცხელ შოკოლადს, ნამცხვარს, ხილს და მრავალ სხვას... მისი მომზადება კი წარმოუდგენლად მარტივია!

ნაღების კრემის მომზადება ნაღებით 

ინგრედიენტები: 

  • ნაღები 32%-იანი – 400მლ 
  • შაქარი 3ს/კ 
  • ვანილი 1ჩ/კ 

 

სათქვეფი ჭურჭელი გააციეთ ან მოათავსეთ მასში ნაღები და  დატოვეთ მაცივარში რამდენიმე წუთით. შაქრის პუდრა აუცილებლად უნდა გაიცრას. იმ შემთხვევაში თუ ნაღებში მოხვდება გამაგრებული შაქრის ნაწილაკები, კრემი ქაფის მაგვარი იქნება.  

ნაღების ათქვეფა უნდა დაიწყოთ მაღალი სიჩქარით და მხოლოდ მაშინ შეანელოთ, როდესაც კრემი გასქელდება. ათქვეფის დაკლება, ისევე როგორც მისი გადამეტება კრემს თხელ კონსისტენციად აქცევს.  

ნაღების თქვეფისას  ჭურჭლის ყინულზე მოთავსებაც შეიძლება. შაქარი და ვანილი მხოლოდ მაშინ დაამატეთ, როდესაც კრემის ზედაპირზე ტალღები გაჩნდება. 

ნაღების კრემის მომზადება რძით 

ინგრედიენტები: 

  • კარაქი - 250 გრ
  • შაქრის პუდრა - 200 გრ 
  • რძე - 100 მლ
  • ვანილი - 1 ჩ/კ

სათქვეფი ჭურჭლის გაციება ამ შემთხვევაშიც რეკომენდებულია. 

რძე აადუღეთ და გააციეთ ოთახის ტემპერატურამდე. ყველა ინგრედიენტი შეურიეთ ერთმანეთს და ათქვიფეთ დაბალ სიჩქარეზე 5 წუთის განმავლობაში. თუ კრემის კონსისტენცია არ გასქელდა, გააგრძელეთ თქვეფა, ბოლოს კი ნელ-ნელა დაუმატეთ ვანილი და შაქრის პუდრა. 

 

Expret Advices