Search
Or
მაცივარი - წესები და ხრიკები

საყიდლებიდან დაბრუნებულები, ხშირად ვალაგებთ მაცივარში პროდუქტებს გაუაზრებლად, მექანიკურად. თუმცა არსებობს რამდენიმე მარტივი წესი, რომელთა ცოდნაც დაგვეხმარება ოპტიმალურად გამოვიყენოთ სივრცე, სწორად შევინახოთ პროდუქტი და თავიდან ავირიდოთ ბაქტერიების გავრცელება.
როდესაც მითითებული გვაქვს საშუალოდ 5 გრადუსი, ეს ნიშნავს რომ თაროების მიხედვით ტემპერატურა მერყეობს 0 - 8 გრადუსს შორის. ყველა თაროს თავისი დანიშნულება აქვს. მაცივარში მათი ადგილმდებარეობა იცვლება ბრენდების და დიზაინის მიხედვით, თუმცა მომხმარებლის წიგნში აუცილებლად აღმოაჩენთ ყველა საჭირო ინფორმაციას. მნიშვნელოვანია თითოეული პროდუქტი მოთავსდეს მისთვის განკუთვნილ თაროზე. ასე თავიდან ავიცილებთ მიკრობების გავრცელებას და საკვების გაფუჭებას. 


ცივი ზონა - 0 - 3 გრადუსი განკუთვნილია უმი ხორცის და თევზის შესანახად, ასევე გასალღვობად გამზადებული გაყინული პროდუქტისთვის.
გრილი ზონა - 4 - 6 გრადუსი, შეგიძლიათ შეინახოთ მომზადებული სადილი, ბოსტნეული, საკონდიტრო ნაწარმი, ყველი და სხვა რძის პროდუქტები. 
ბოსტნეულის ზონა - 6 - 8 გრადუსი, სადაც ინახება უმი ხილ-ბოსტნეული, მწვანილი.
მაცივრის კარი - 6 - 8 გრადუსი განკუთვნილია სასმელებისთვის, კვერცხისთვის, სხვადასხვა სანელებლებისთვის, სოუსებისთვის და კარაქისთვის.
პროდუქტების ამოლაგებისას, მნიშვნელოვანია არ დატოვოთ მაცივრის კარი ღია დიდხანს. 
მაცივრის სრულად გაწმენდა ანტიბაქტერიული ხსნარით 2 კვირაში ერთხელაა რეკომენდებული.

გაგაცნობთ მზა საკვების შენახვის ვადებს სახლის პირობებში:
მოხარშული/შემწვარი ბოსტნეული პლუს მაცივარში ინახება 3-4 დღე, ჰერმეტულ ჭურჭელში.
მომზადებული თევზის შენახვა მაქსიმუმ 2 დღეა რეკომენდებული, ჰერმეტულ, შუშის ჭურჭელში.
მზა ხორცპროდუქტების შენახვა საშუალოდ 3 დღე შეგიძლიათ ჰერმეტულ ჭურჭელში, უმჯობესია შუშა.
მზა საკვების შენახვა, რომელიც შეიცავს რძის პროდუქტებს, კვერცხს და კარაქს რეკომენდებულია მხოლოდ 24 საათით. კერძი ცომის და/ან პომიდვრის გამოყენებით ინახება მაცივარში ჰერმეტულად 3 დღემდე.
ნამცხვრების შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ინგრედიენტებს, მაგალითად გამომცხვარი ვაშლის ან სხვა ხილის ღვეზელი უმჯობესია მიირთვათ სამი დღის განმავლობაში, მაშინ როდესაც კრემიანი საკონდიტრო ნაწარმის მოხმარება აჯობებს მაქსიმუმ 24 საათში.
სასურველია კონტეინერებზე მონიშნოთ თარიღები, თუ როდის მომზადდა კერძი, თავიდან რომ აიცილოთ საკვებით მოწამლვა.
კიდევ ერთი ხშირად დაშვებული შეცდომაა ცხელი საჭმლის შანახვა, ასე საფრთხეს ვუქმნით მაცივარში არსებულ ყველა პროდუქტს თუ კერძს. საკვები Მომზადებიდან მხოლოდ 2 საათის შემდეგ შეგიძლიათ შეინახოთ. 
მაცივარში რეკომენდებული ტემპერატურა 5 გრადუსია, თუმცა როდესაც თაროები გადავსებულია, ჰაერი არ ცირკულირებს, რაც ნიშნავს რომ რეალურად ბევრად მაღალი ტემპერატურაა, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს საკვების დროზე ადრე გაფუჭება და მიკრობების გამრავლება. 

Expret Advices