Search
Or
რომელია შენი ყავა?


ყავა ესპრესო 
ვისაც ყავის ნამდვილი გემო უყვარს, ესპრესოს ირჩევს.  დაფქულ მარცვლებს  ორთქლის ან ცხელი წყლის წნევის ქვეშ ატარებენ - ასე მზადდება ესპრესო.

საუკეთესო ესპრესოს მოსამზადებლად სამი მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი: 1) მარცვლების დაფქვა, 2) დაფქული ყავის დაპრესვა  3) სწორი ჩამოსხმა.
მარცვლების სწორად დაფქვა ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ის მსხვილადაა დაფქული, ესპრესო წყალწყალა გამოვა,ხოლო თუ მარცვალს ზედმეტად წვრილად დავფქვავთ, ყავას  მომწარო გემო ექნება.
კარგად მომზადებული ესპრესოს ცნობა მარტივია.  თუ ოქროსფერი ქაფი  მოიკიდა,
არაფერი დაეწუნება.


ამერიკანო

ამერიკანო წყალში გახსნილი და ყავის აპარატის  ფილტრში გატარებული ესპრესოა. ოდნავ ბლანტია. მწარე გემო  და  მძაფრი სუნი აქვს. ხშირად, წყალთან ერთად სვამენ.
ერთი  ფინჯანი საკმარისია  იმისთვის, რომ მთელი დღის განმავლობაში თავი ენერგიულად იგრძნოთ.


კაპუჩინო

კაპუჩინო არაბიკას სახეობის ყავის მარცვლებისგან მზადდება.   ამ ყავას მრავალფეროვანი გემო აქვს. მასში  კრემის სიტკბო, დარიჩინის სიმძაფრე და ყავის სიმწარე ერთმანეთს ენაცვლება.  მშვენიერი სასმელია გვიანი საუზმისთვის.  


ლატე
 
ლატე  ყველაზე კალორიული ყავაა.  ის რძისგან მზადდება. შესაბამისად, ცხიმიანია და ძალიან მსუყე.  თუ გასუქბის გეშინიათ, ამ ყავაზე უარის თქმა მოგიწევთ.