Search
Or
ყველაფერი მცენარეული ზეთების შესახებ

მცენარეული წარმოშობის ცხიმები დიდ როლს თამაშობენ ადამიანის სრულყოფილ კვებაში. არსებობს ზეთების განსხვავებული სახეობები, მათი შემადგენლობის, მომზადების ტექნოლოგიების და კონსისტენციის მიხედვით. 

წმენდის მიხედვით:

1. არარაფინირებული - გავლილი აქვს მხოლოდ მექანიკური წმენდა. ასეთი ხერხის გამოყენებით ზეთში რჩება სასარგებლო ნივთიერებების მაქსიმალური რაოდენობა. ზეთი იძენს გემოს და სუნს, რომელიც ახასიათებს იმ პროდუქტს, რომლისგანაც ის დამზადებულია. შესაძლოა ჰქონდეს ნალექი. არარაფინირებული ზეთი ყველაზე სასარგებლოა.

2. ჰიდრატირებული - გავლილი აქვს წმენდა ცხელი წყლის გამოყენებით. აქვს ნაკლებად შესამჩნევი სუნი, არის სუფთა ფერის და არ აქვს ნალექი. 

3. რაფინირებული - გავლილი აქვს ტუტეთი ნეიტრალიზაცია მექნიკური წმენდის შემდეგ. ასეთი ზეთი გამჭირვალეა, აქვს მსუბუქი სუნი და გემო.

4. დეზოდირებული - გაწმენნდილია ცხელი ორთქლით ვაკუუმში. ამ ზეთს თითქმის  არ აქვს გემო, სუნი და ფერი.

გაწურვის ხერხის მიხედვით ზეთი მიიღება:
- ცივი პრესირებით - ამ სახის ზეთი ყველაზე სასარგებლოა.
- ცხელი პრესირებით - ამ დროს მასალას აცხელებენ გაწურვის წინ იმისთვის, რომ ზეთი უფრო გათხელდეს და მაქსიმალურად დიდ რაოდენობებში გამოიწუროს.
- ექსტრაქციით - მასალა მუშავდება გამათხელებელით, რომელიც დევნის ზეთს. შემდგომში გამათხელებელი შორდება ზეთს, თუმცა არ არის გამორიცხული რომ მისი მცირე ნაწილი მაინც დარჩეს საბოლოო პროდუქტში, რაც მავნებელი იქნება ორგანიზმისთვის.

კონსისტენციის მიხედვით:
1. მყარი, შედგება მდიდარი ცხიმიანი მჟავებისგან, ასეთია ქოქოსის, კაკაოს და პალმის ზეთები.
2. თხელი, შედგება არამდიდარი ცხიმიანი მჟავებისგან - ზეითუნის, მიწის თხილის, მზესუმზირის, სეზამის, სოიოს და სიმინდის ზეთები.

 

Expret Advices