Search
Or
მანდარინის მურაბა

მანდარინის მურაბა - მოოქრსოფრო, ნაზი გემოს და სურნელის მქონე დელიკატესია და მისი კალორიულობა შეადგენს 294 კკალ-ს 100 გრამზე. 
თითოეული მანდარინის ლებანი შედგება 90% წყლისგან, 1 ლიმონის მჟავისგან და 8% შაქრისგან. 100 გრ. რბილობზე მოდის დაახლოებით 25 მგ. ვიტამინი С, ხოლო ქერქი შეიცავს 5 სხვადასხვა ეთერზეთს.

ვიტამინ С-ს სიჭარბის გამო მანდარინი ძალიან სასარგებლოა და აქვს საკმაოდ დადებითი გავლენა ადამიანის ორგანიზმზე. ის დადებითად მოქმედებს ჩვენს იმუნურ სისტემაზე, ნერვულ სისტემაზე, გვეხმარება რკინის ათვისებაში და არის კარგი ანტიოქსიდანტი.

მანდარინისგან დამზადებული მურაბა არ შეიცავს ნიტრატებს, რადგან მის შემადგენლობაში ლიმონმჟავაა.
მანდარინის მურაბა ითვლება გონების კატალიზატორად. ამ ვიტამინების წყალობით, მანდარინის მურაბა მხედველობასაც კი აუმჯობესებს .

სამწუხაროდ, მურაბაში შაქრის მაღალი შემცველობის გამო ჩვენ შესაძლოა მივიღოთ ზედმეტი კალორიები და საფრთხე შევუქმნათ კბილების ემალს, თუმცა, თუ მურაბა მცირე ხარშვის შედეგად არის მომზადებული, შეგვიძლია მივიღოთ მანდარინის სასარგებლო და ჯანსაღი თვისებების მაქსიმუმი.

Expret Advices