ბასტურმას ათობით რეცეპტი არსებობს. კავკასიაში და შუა აზიაში , ის, განსაკუთრებულად უყვართ. ამ ქვეყნებში, ბასტურმას ერთმანეთისგან განსხვავებული მომზადების წესი აქვთ. ქართული ბასტურმა სტანდარტულია, მისი ინგრედიენტები კი თითქმის უცვლელი - ხახვი, ძმარი ან წითელი ღვინო, პილპილი, ლიმონი, ნიორი.
შუა აზიაში განსაკუთრებულ ბასტურმას ამზადებენ. მისი ორიგინალური რეცეპტი მდოგვისა და თაფლის გემოებს აერთიანებს.
შუა აზიური ბასტურმას მოსამზადებლად შემდეგი ინგრედიენტები დაგჭირდებათ:
ხორცი-1, 5 კგ
მდოგვი-1 სუფრის კოვზი
თაფლი-1 სუფრი კოვზი
შავი წიწაკა დაფქული-1 ჩაის კოვზი
ფორთოხლის კანი -1 სუფრის კოვზი
ბასტურმას როგორც წესი, ერთი ღამით მაცივარში ტოვებენ. ასე, ყველა ინგრედიენტი წვენს გამოჰყოფს და ერთმანეთში ითქვიფება. ამ სახეობის ბასტურმას წინასწარ გამზადება არ სჭირდება. ის ხორცის შეწვის პარალელურად კეთდება. ინგრედიენტები ისე უნდა შევურიოთ ერთმანეთს, რომ ერთმანეთის ნაწილი გახდეს. რეკომენდებულია ცხვრის ხორცის გამოყენება.