Search
ან
ხორცის ტიპები


მსოფლიოში სხვადასხვა ცხოველის ხორცით იკვებებიან. საქართველოში, გემრიელი სადილის მოსამზადებლად საქონელს, ღორს, ცხვარსა და ფრინველს  ვიყენებთ. ​ხორცი ჯანმრთელობისთვის საჭირო B და D ვიტამინებს შეიცავს.

ხორცი ვარგისიანობა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის  - ცხოველის ასაკზე. გასაკუთრებული კვებითი ღირებულება აქვს ხბოსა და 5 წლამდე საქონლის, 7-10 თვის ღორის, 1-2 წლამდე ცხვრის ხორცს.

საქონლის ხორცი საქართველოში ყველაზე ხშირად გამოიყენება. მას მოხარშულსაც მიირთმევენ  და შემწვარსაც.   ხარჩოს, ჩაქაფულს, ტოლმას განსაკუთრებულ გემოს, სწორედ, ამ სახეობის ხორცი აძლევს.  საქონლის ხორცს ადამიანის ორგანიზმი 83 %-ით შეითვისებს.

ჩვენთან ღორის ხორცი ძალიან უყვართ. ის,  სადღესასწაულო სუფრის მთავარი კერძია. ღორის ხორცის მწვადი  ქართულ რესტორნებში ყველაზე მოთხოვნადია. ადამიანის ორგანიზმი ღორის ქონს თითქმის მთლიანად, 97%-ით შეითვისებს.

ყველაზე დაბალი შეთვისების უნარი ცხვრის ხორცს აქვს, მაგრამ მისგან მომზადებულ შილას არაფერი სჯობს.

ქართულ სამზარეულოში ფრინველის ხორცისგან ბევრი კერძი მზადდება.  მათ შორის, ყველაზე გამორჩეულია საცივი, რომელიც საახალწლო სუფრასთან ასოცირდება.

გაყინული ხორცი  სასარგებლო ნივთიერებებს  კარგავს. ამიტომ მისი კვებითი ღირებულება ნაკლებია.