Search
ან
ხორცის სხვადასხვა ნაწილები

ხორცის სხვადასხვა სახეობა არსებობს. თითოეულს თავისი სახელი ჰქვია.
მათი გარჩევა გამოუცდელ დიასახალისებთან ერთად, ზოგჯერ, დამწყებ მზარეულებსაც კი  უჭირთ.  
ჩვენ მათ ჩამონათვალს გთავაზობთ:

ჩალაღაჯი ღორის ან საქონლის ბეჭის ზემო ნაწილს ჰქვია.
ბეჭს კი სუკს ეძახიან. ძროხის არტალასგან სხვადასხვა სახეობის წვნიანი მზადდება, ამ ნაწილს,  მეორენაირად კანჭსაც უწოდებენ. არსებობს ცხვრის არტალაც, რომელიც არანაკლები პოპულარობით სარგებლობს ხორცპროდუქტების მოყვარულებში.

 საქონლის ანტრიკოტი  საქონლის ზურგის ნაწილისგან მზადდება. მას საკეპი ხელსაწყოთი ამუშავებენ და ბარბიქიუსთვის იყენებენ. ის, კულინარიული დანიშნულებით, ქათმის ფილეს წააგავს.  მისგან გემრიელი სოუზის მომზადებაც შეიძლება.
საქონლის სათბილო ბარკლის უკანა ნაწილია და ძირითადად, შესაწვავი კერძების ინგრედიენტია. საქონლის ვაშლა ბარკლის ყველაზე რბილი ნაწილია. მას სხვადასხვა სოსუსთან შეკმაზულს მიირთმევენ.  წვნიანის ნაკრები მზადდება საქონლის ხორცის ასორტიმენტისგან. მისგან გემრიელი ოჯახური გამოდის.