Search
Or
ყინულის კუბები

რას იტყვით იმაზე, რომ ზაფხულის ცხელ დღეებში თქვენს საყინულეში მეტი სიგრილე და სასიამოვნო გემოები შინახოთ? 
გთავაზობთ იდეას - ცოცხალი წვენის ყინულის კუბები. 
მოიმარაგეთ რამდენიმე სხვადასხვა ზომის ყინულის კონტეინერი და გაყინეთ - ფორთოხლის, ლიმონის, ვაშლის, სტაფილოს, კენკრის, ნესვის, საზამთროს წვენი. დაამატეთ ცოტა თაფლი ან ყავისფერი შაქარი და მიირთვით წყალთან, კოქტეილებთან, ან სმუზებთან ერთად. 
თქვენ შეგიძლიათ გაყინოთ პიტნის ფოთლები, ლიმონის ნაჭრები, რომლებიც გამოგადგებათ ჩაისთვის, მის გასაგრილებლად, ან ცივი ჩაის მოსამზადებლად. 
უფრო მეტიც, გაყინეთ მწვანილეული სუნელებთან და მარილთან ერთად და გამოიყენეთ წვნიანის მოსამზადებლად. დაზოგეთ დრო და ენერგია, მოიმარაგეთ ყინულის კუბები წინასწარ, რომლის შენახვაც შეგიძლიათ ძალიან დიდხანს. 
 

Expret Advices