Search
ან
კონსერვები


სტაფილო მოვხარშოთ.  კანგაცლილი, ხახვთან, ბულგარულ წიწაკასთან  ერთად  დავჭრათ. პარალელურად გავაცხელოთ ტაფა და მოვთუშოთ ბოსტნეული.  მიღებულ მასას დავამატოთ გატარებული პომიდორი, წვრილად დაჭრილი მწვანილი, დანაყული ნიორი  - ავურიოთ და ღრმა ქვაბში ჩავყაროთ.  მოვადუღოთ 20 წუთის განმავლობაში.

ბადრიჯანი დავჭრათ საშუალო ზომის კუბებად,  მოვაყაროთ მარილი და დავტოვოთ 1 საათით. შემდეგ,  გავრეცხოთ, გავწუროთ და  ზეთში ნაწილ-ნაწილ შევწვათ. პარალელურად, წიწაკა და ნიორი ხორცსაკეპში გავატაროთ. დავამატოთ მარილი, შაქარი და ძმარი. ეს მასა ცეცხლზე დავდგათ. როცა წამოდუღდება, ჩავამატოთ ბადრიჯანი და ვშუშოთ 10 წუთის განმავლობაში. გადავიტანოთ სტერილურ ქილებში და ჰერმეტულად  მოვხუფოთ.


ნებისმიერი  სახეობის თევზი მსხვილ ნაჭრებად დავჭრათ. სტაფილო გავხეხოთ. სქელძირიან მაღალ ქვაბში ფენა-ფენად ჩავალაგოთ თევზი, სტაფილო და დაჭრილი ხახვი  დაფნის ფოთოლებთან ერთად (სასურველია,  რომ ქვაბი ბოლომდე არ აავსოთ). მასას,  მოვაყაროთ მარილი და შავი წიწაკა. დავასხათ 100გრ. ზეთი, 400 გრ, კანგაცლილი და დახეხილი პომიდორი ან 400გრ. წყალში გახსნილი 2-3 სუფრის კოვზი ტომატის პასტა. ქვაბს სარქველი  დავახუროთ და დავდგათ ნელ, თითქმის მბჟუტავ ცეცხლზე.  4 საათის შემდეგ, მარინადი ქვაბიდან ქილებში გადავიტანოთ.

ამ რეცეპტით მომზადებული თევზის კონსერვი ქარხნულზე გემრიელია.