Search
ან
კვერცხის შეღებვის ტრადიცია

ითვლება, რომ კვერცხი არის სიცოცხლის სიმბოლო, ხოლო აღდგომის დღესასწაული სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების დღესასწაულად ითვლება. ამიტომ, კვერცხი სააღდგომო სუფრის განუყოფელი ნაწილია.

არის თქმულება, რომლის მიხედვითაც მარია მაგდალენამ რომის იმპერატორს ტიბერიუსს კვერცხი მიაწოდა ფრაზით „ქრისტე აღსდგა!“, იმპერატორმა კი უპასუხა „ეგ არ მომხდარა, როგორც ახლა ეს კვერცხი ფერს არ შეიცვლის არ გაწითლდებაო“, მისი თქმა იყო და კვერცხმა დაიწყო ფერის ცვლილება და საბოლოოდ გაწითლდა კიდეც.
ამასთან ერთად იესო ქრისტეს სისხლის ფერის სიმბოლურობაც წითელ ფერში გამოიხატა და შედეგეად, ჩვენამდე მოაღწია კვერცხის წითლად შეღებვის ტრადიციამაც.

იქიდან გამომდინარე, რომ ეს თქმულებები დოგმატური ხასიათის არ არის, ბევრ სხვა ტრადიციაში კვერცხებს უბრალოდ სხვადასხვა ფერებში ღებავენ. ძირითადად დასავლეთ სამყაროში და რუსეთში. წითელ ფერთან ერთად თქვენ შეგიძლიათ შეხვდეთ - ლურჯ, ყვითელ, მწვანე და სხვა მრავალი ფერის კვერცხს სააღდგომო სუფრაზე.

რომელი ფერი უფრო სწორია, და რა ფრად უნდა შეიღებოს კვერცხი აღდგომაზე, ამაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს, ამიტომ ეს გადაწყვეტილება ინდივიდუალურია. საქართველოში კვერცხს ტრადიციულად წითელ ფრად ღებავენ.

იმისთვის, რომ ხაზი გაესვას სადღესასწაულო განწყობას, კვერცხებს ალამაზებენ ნაირ-ნაირი დეკორაციებით.

შეღებელი და შესაბამისად მოხარშული კვერცხი საკმაოდ დიდხანს ძლებს, თუმცა რეკომენდირებულია მისი მოხმარება 1 კვირის განმავლობაში, თუ მას შევინახავთ მაცივარში.
 

თეგები

ექსპერტის რჩევები