ცეზარის სალათი ? არა! ცეზარის სალათი საერთოდ არ არის კავშირში იულიუს კეისრის არც სახელთან და არც მისი მოღვაწეობის წლებთან.
კეისარი ნიჭიერი მთავარსარდალი და ძლიერი მეომარი გახლდათ, რომელსაც კარგი კვება სჭირდებოდა.
მისი საყვარელი კერძი - ვაშლთან ერთად გამომცხვარი ღორის კისერი იყო.
კეისარისთვის ამ კერძის მოსამზადებლად უამრავი ადამიანი შრომობდა, თუმცა თქვენც შეგიძლიათ სახლის პირობებში გამოაცხოთ ხორცი ზუსტად ისე, როგორსაც იულიუს კეისარი მოგიწონებდათ.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
1000 გრ. ღორის კისერი
4 - ვაშლი, მწვანე და წითელი
2 - ხახვი
100 გრ. - თაფლი
1000 მლ. წითელი ღვინო
100 მლ. ძმარი
50 გრ. - ჯანჯაფილი
4 დაფნის ფოთოლი
20 გ. - წიწაკის მარცვალი
მარილი გემოვნებით.
ხორცი კარგად გავრეცხოთ, დავსეროთ დანით და დავადგათ მოსახარშად ისე, რომ წყალი ბოლომდე ფარავდეს.
ვამატებთ 2 მთლიან ხახვს, 2 დაჭრილ მჟავე ვაშლს, დაფნას, დაჭრილ ჯანჯაფილს, წიწაკას და მარილს გემოვნებით.
ნახევარსაათიანი ხარშვის შემდეგ, ვამატებთ ძმარს, წითელ ღვინოს და ვხარშავთ კიდევ ნახევარი საათის განმავლობაში.
ვამოწმებთ ჩანგლით, თუ ხორცი დარბილდა, ესეიგი ხარშვა საკმარისია.
ვკმაზავთ დარჩენილი ვაშლით, რომელსაც განვალაგებთ კერძის გარშემო და ვათავსებთ 180 გრადუსამდე წინასწარ გაცხელებულ ღუმელში.
მორჩენილი ნახარშისგან ვიღებთ დაახლოებით 300 მლ. სითხეს და ვამატებთ თაფლს.
ყოველ 20 წუთში ერთხელ მიღებულ ნახარშს გრძელი კოვზით ვასხამთ ხორცს ისე, რომ ყველა მხრიდან დასველდეს.
ხორცის ბოლომდე გამოცხობას დაახლოებით 1 – 1.5 საათი სჭირდება.
შეეცადეთ, რომ ტემპერატურას არ მოუმატოთ, რადგან ხორცი შესაძლებელია გარედან დაიწვას და შიგნიდან არ გამოცხვეს.
გამომხცვარი ღორის კისრის გარშემო დააწყვეთ ვაშლები და კიდევ ერთხელ მოასხით ნახარში.
გემრიელად მიირთვით!
ასე გემრიელად უყვარდა ჭამა იულიუს კეისარს.
ცეზარის სალათს კი ცეზარ კარდინის სახელი ჰქვია 1924 წლიდან.