Search
ან
ჰიმალაის მარილი

           

       ვარდისფერი ქვის მარილი, რომელიც მოიპოვება პაკისტანში, ჰიმალაის მთებისგან 310 კმ. დაშორებით, წარმოიშვა იურიული პერიოდის დროს, ვულკანური პროცესების მეშვეობით აზიისა და ინდოეთის ქანების შეჯახებისას, როგორც თავად ჰიმალაების ჯაჭვი. 
ჰიმალაის მარილი არის ჯანსაღი და ბუნებრივი პროდუქტი, ყოველგვარი მინარევის და დამუშავების გარეშე. აქვს თავისებური არომატი და მოტკბო გემო. 
არის 100%-ით ათვისებადი ორგანიზმის მიერ, აქედან გამომდინარე კი: აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას, დაბლა წევს წნევას, ახდენს ორგანიზმის დეტოქსიკაციას, გამოჰყავს მძიმე მეტალები და ბევრი სხვა სასარგებლო თვისება გააჩნია.
      ვარდისფერი შეფერილობა შეძენილი აქვს  მიკროელემენტების სიუხვის გამო.
მისი თვისებები ბოლომდე გამოკვლეული ჯერ კიდევ არ არის, თუმცა ფაქტია, რომ ჰიმალაის, ისევე როგორც სხვა ბუნებრივი მარილი, სასარგებლოა მხოლოდ მცირე დოზით მიღების შემთხვევაში. 

თეგები

ექსპერტის რჩევები