Search
ან
ქათმის ტიკა

ტიკა მასალა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გემრიელი ინდური სოუსია.

გადავწყვიტეთ გაგიზიაროთ რეცეპტი.

ინგრედიენტები:

ქათამი - 1 ცალი

მარინადი:

კეფირი - 1 ჭიქა

ლიმონის წვენი - 2 სუფრის კოვზი

ძირა - 2 ჩაის კოვზი

წითელი წიწაკა - 2 ჩაის კოვზი

შავი პილპილი - 2 ჩაის კოვზი

დარიჩინი - 1 ჩაის კოვზი

მარილი - 1 ჩაის კოვზი

კოჭა - 70 გრამი

სოუსი:

კარაქი - 1 სუფრის კოვზი

ნიორი - 2 კბილი

ხალაპენიო - 1 ცალი

ძირა - 1 ჩაის კოვზი

გარამ მასალა - 1 ჩაის კოვზი

მარილი - ½ ჩაის კოვზი

ტომატის კონსერვი - 200 გრამი

ნაღები - 1 ჭიქა

დაკეპილი ქინძი - 3 სუფრის კოვზი

მომზადების წესი:

მოათავსეთ მარინადის ინგრედიენტები დიდ ჯამში, ჩადეთ გასუფთავებული, დაჭრილი ქათამი, გადააკარით გრინი და შეინახეთ მაცივარში 1 საათის განმავლობაში.

მოამზადეთ სოუსი - გაალღვეთ კარაქი, დაამატეთ ნიორი და ხალაპენიო. 1 წუთში ჩაყარეთ სანელებლები. კიდევ ერთ წუთში დაამატეთ ტომატი და მოურიეთ. შემდგომ, ჩაასხით ნაღები და ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში.

ამოიღეთ ქათამი მარინადიდან და შეწვით. გადადეთ სოუსიან ტაფაში. მოაყარეთ ქინძი.

გარნირისთვის გამოიყენეთ ბრინჯი.

გემრიელად მიირთვით!

ექსპერტის რჩევები