ზაფხულის მოახლოება ცივი წვნიანების სეზონის გახსნას ნიშნავს. ამჯერად, გვსურს შემოგთავაზოთ კიტრის წვნიანის უმარტივესი და უგემრიელესი რეცეპტი.
ინგრედიენტები:
4 კიტრი
1 ლიტრი კეფირი
3 სუფრის კოვზი დაჭრილი კამა
1 ჭიქა წყალი ან ბოსტნეულის ბულიონი
1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადების წესი:
გათალეთ და დაჭერით კიტრი (რაც შეიძლება წვრილად). მოათავსეთ ბლენდერში კამასთან ერთად. დაახსით ცოტაოდენი კეფირი და ბულიონი (ან წყალი). ათქვიფეთ. შემდგომ, დაამატეთ დარჩენილი კეფირი და ისევ ათქვიფეთ.
მოაყარეთ მარილი და პილპილი. დაახსით ლიმონის წვენი. შეინახეთ მაცივარში გასაგრილებლად.
წვნიანი განსაკუთრებით გემრიელია გახუხულ ნივრიან პურთან ერთად!