შოკოლადის მაფინების ძალიან მარტივი და გემრიელი რეცეპტი!
ინგრედიენტები:
175 გრ. რბილი კარაქი
175 გრ. შაქარი
3 კვერცხი
150 გრ. ფქვილი (გაცრილი)
50 გრ. კაკაო (გაცრილი)
3 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
1 ჩ.კ. ვანილის ექსტრაქტი
ერთი მწიკვი მარილი
მოსართავად:
100 გრ. შავი შოკოლადი
100 გრ. კარაქი
მომზადების წესი:
მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი დიდ ჯამში და ათქვიფეთ დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში. მნიშვნელოვანია, რომ არ თქვიფოთ კარაქი დიდ ხანს, მთავარია ინგრედიენტები გაერთიანდნენ.
გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსამდე. გაავსეთ მაფინის ფორმები ცომით ნახევრამდე და გამოაცხვეთ დაახლოებით 35 წუთის განმავლობაში. შეამოწმეთ მზაობა ხის ჩხირით.
მოსართავის მოსამზადებლად დატეხეთ შოკოლადი და დაჭერით პატარა ნაჭრებად რბილი კარაქი. მოათავსეთ ორთქლის აბაზანაზე და დაელოდეთ ინგრედიენტების გაერთიანებას. წაუსვით ოდნავ შეგრილებული კრემი თითოეულ ქაფქეიქს.