Search
ან
კომბოსტო

კომბოსტო ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო და გავრცელებული ბოსტნეულია.

აღსანიშნავია, რომ კომბოსტო მდიდარია ცილებით, რაც დადებითად მოქმედებს ორგანიზმზე.

კომბოსტო, თავისი შემადგენლობიდან გამომდინარე, ხელს უწყობს კუჭის სეკრეციას, სასარგებლოა გასტრიტისა და ნაწლავების დაავადებების მკურნალობისას. ბოსტნეული დადებიტად მოქმედებს ძვლებსა და კბილებზე, რეკომენდირებულია სისხლის შედედების და დიაბეტის დროს.

ბოსტნეული შეიცავს: E, U, B1, B2, B3, PP, P, H ვიტამინებს. აგრეთვე, ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, სახამებელს, პექტინს, კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, რკინას, იოდს, ფტორს და თუთიას.

მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ კომბოსტო ბევრად უფრო სასარგებლოა ცოცხალი სახით, ამიტომ, გირჩევთ მიირთვათ სხვადასხვა სალათები. 

თეგები

ექსპერტის რჩევები