კივის არაერთი სასარგებლო თვისება გააჩნია, თუმცა მეოცე საუკუნემდე ხილი მხოლოდ ჩინეთში ხარობდა, უძველეს დროში კი მეფეების დელიკატესად ითვლებოდა. მეცხრამეტე საუკუნეში ინგლისელებმა სამშობლოში ჩაიტანეს კივი, თუმცა კლიმატური პირობებიდან გამომდინარე ხილმა ვერ გაიხარა. უკვე მეოცე საუკუნის დასაწყისში კი კივი ამერიკასა და ახალ ზელანდიაში გავრცელდა.
ხილი შეიცავს A, B, B1, B2, B3, B6, C და E ვიტამინებს. აგრეთვე მაგნიუმს, კალიუმს, ნატრიუმს, კაროტინს, ფერმენტებს, მინერალურ მარილებს, ნიკოტინის მჟავას.
100 გრამი კივი შეიჩავს დაახლოებით 92 მგ. C ვიტამინს, დღეში ერთი კივის ჭამა კი აბსოლუტურად ანაზღაურებს ვიტამინის საჭირო ნორმას.
ხილი გამოირჩევა დაბალი კალორიულობით. სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს, პექტინის მჟავები კი აუცილებელია კუჭ-ნაწლავისთვის.
კივი სასარგებლოა ათეროსკლეროზის, ანემიისა და რევმატიზმის დროს.