გამომშრალი („ხმელი“) სოკო ძალიან არომატულია. ძველად, როდესაც სათბურში გაზრდილი ბოსტნეული და ხილი არ იყო ხელმისაწვდომი, სოკოს აშრობდნენ და ინახავდნენ ზამთრისთვის, შემდგომ კი უგემრიელეს კერძებს ამზადებდენ.
გთავაზობთ უგემრიელესი სოკოს წვლიანის რეცეპტს.
ინგრედიენტები:
100-120 გრ. გამომშრალი ქამა სოკო
2/3 ჭიქა მარგალიტის ქერი
4 საშუალო ზომის კარტოფილი
1 სტაფილო
1 თავი ხახვი
მომზადების წესი:
სოკო კარგად გარეცხეთ, დაასხით ცივი წყალი და დატოვეთ ღამე (წყალი არ გადაასხათ). სასურველია, ქერიც დატოვოთ ცივ წყალში მთელი ღამით ან რამდენიმე საათით, ასე უფრო მალე მოიხარშება. დილით ამოიღეთ სოკო და კარგად გაწურეთ, შემდგომ სურვილისამებრ დაჭერით. დაჭერით ხახვი და სტაფილო, მოთუშეთ. დაამატეთ სოკო. ქერი მოხარშეთ იმ წყალში, რომელშიც სოკო იყო მთელი ღამე. შემდგომ დაამატეთ პატარა ნაჭრებად დაჭრილი კარტოფილი, ხოლო როდესაც კარტოფილი მოიხარშება - სოკო, სტაფილო და ხახვი. ადუღეთ დაახლოებით 5 წუთი. შეკმაზეთ მარილით და პილპილით.
მიირთვით არაჟანთან ერთად!