მაიონეზი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ცივი სოუსია, რომელიც უხდება თითქმის ყველა კერძს. მაღაზიები ამ პროდუქტის ფართო არჩევანს გვთავაზობენ, თუმცა ქარხნული წარმოებიდან გამომდინარე, თითოეული მათგანი შეიცავს კონსერვანტებს.
გვსურს შემოგთავაზოთ მაიონეზის უმარტივესი, უგემრიელესი და რაც მთავარია სასარგებლო რეცეპტი.
500 გრამის მოსამზადებლად საჭიროა:
5 კვერცხის გული
250 გრამი ზეითუნის ზეთი
1 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი
1 სუფრის კოვზი მდოგვი
1 ჩაის კოვზი შაქარი
მარილი
ვიწყებთ მომზადებას :
5 კვერცხის გული, ძმარი, მდოგვი, შაქარი და მარილი მოათავსეთ ჯამში და ათქვიფეთ. შემდგომ წვეთ-წვეთად დაამატეთ ზეითუნის ზეთი და გააგრძელეთ თქვეფა. მიღებულ მასა უნდა იყოს სქელი კონსისტენციის. სურვილისამებრ შეგიძლიათ დაამატოთ ორი სუფრის კოვზი ადუღებული წყალი და ისევ ათქვიფოთ, შედეგად თქვენი მაიონეზი მეტად ჰაეროვანი და ნაკლებად ცხიმიანი იქნება.
გემრიელად მიირთვით!