Search
ან
ყვავილოვანი კომბოსტო

კომბოსტო ყვავილოვანი  XVII საუკუნეში ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებიდან შემოვიდა რუსეთსა და კავკასიაში. 

ქართველებმა პროდუქტი მხოლოდ მას შემდეგ ავიტაცეთ, რაც მისი სასარგებლო თვისებები გახდა ცნობილი. 

ტრადიციული კომბოსტოსგან განსხვავებით  ყვავილოვანი კომბოსტოს ორგანიზმი ადვილათ ითვისებს. სწორედ ამიტომ, ის რეკომენდირებულია ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის.

ყვავილოვანი კომბოსტო მრავალი ერთეული მინერალის მესაკუთრეა. მათ რიგებს შორისაა ცილები, მინერალური მარილები და ნახშირწყლები. ასევე ისეთი უცნობი სახელები როგორებიცაა: არგინინი ლიზინი და ცელულოზა. 
 
ყვავილოვანი კომბოსტო ასევე მდიდარია პეკტინებითა და ვიტამინებით. კომბოსტოს მწვერვალები გაჯერებულია ფოსფორით, ნატრიუმით, მაგნიუმით, კალციუმითა და რკინით. ამ უკანასკნელის შემცველობა ყვავილოვან კომბოსტოში  ორჯერ აღემატება წიწაკისა და სალათის ფურცელში არსებულ რკინის მარაგს.  

100 გრამი ყვავილოვანი კომბოსტოს ენერგეტიკული ღირებულება 30 კალორიას ითვლის. იგი აუცილებელია მათთვის, ვისაც კუჭ-ნაწლავი აწუხებს. 

 

თეგები

ექსპერტის რჩევები