შიგთავსის მოსამზადებლად, ვაშლი გავარჩიოთ და დავასხათ ლიმონის წვენი იმისთვის, რომ არ გაშავდეს.
იგივე თასში მოვათავსოთ არაჟანი, 3 კვერცხი, 150 გრ. შაქარი, ვანილი, ნახევარი ლიმონის ცედრა და ნახევარი ფორთოხლის ცედრა.
ეს ყველაფერი ავთქვიფოთ მიქსერით და შემდეგ შევურიოთ 3 სუფრის კოვზი ფქვილი.
უკვე გამზადებული ცომი გავაბრტყელოთ, ჩავაფინოთ ფორმაში, პერგამენტის ქაღალდზე. ზედ დავალაგოთ დაჭრილი ვაშლი, ჩავაფინოთ ფორთოხლის კონფი და დავასხათ არაჟნის მასა.
ვაცხობთ 170 გრადუსზე 45 წუთის განმავლობაში.