სალათის ფოთლები კარგად გარეცხეთ, დაჭერით სასურველ ზომებად და გადაურიეთ წვრილად დაჭრილ კამის ბოქვს. ზეითუნის ზეთი და ლიმონი ერთმანეთს შეურიეთ და მოასხით სალათის მიქსს. გააფორმეთ მაყვლით.
საფეხური 2
ორაგულის სტეიკს მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. შეწვით გრილზე ან ტაფაზე (ან სურვილისამებრ შეგიძლიათ გამოცხოთ ღუმელში 180 გრადუსზე 10 – 12 წუთის განმავლობაში).
საფეხური 3
მოამზადეთ სოუსი - მაყვალი ჩაყარეთ პატარა ზომის ქვაბში, მოასხით შავი ღვინო და წამოადუღეთ. დუღილიდან 5 წუთის შემდეგ დაუმატეთ ნაღები. ადუღების შემდეგ გამორთეთ და აცადეთ გაგრილება, შემდეგ დააბლენდერეთ. შეაზავეთ მარილით და თეთრი პილპილით.